პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“აუცილებელია კანონით შეიზღუდოს კუსტარული გაზის გამათბობლები” – თამარ იარაჯული

უფლებადამცველი თამარ იარაჯული აცხადებს, რომ აუცილებელია კანონით შეიზღუდოს კუსტარული გაზის გამათბობლების გამოყენება და შემოწმდეს საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ყველა მოწყობილობა.

“აუცილებელია კანონით შეიზღუდოს კუსტარული გაზის გამათბობლები” – თამარ იარაჯული
ალია

უფლებადამცველი, თამარ იარაჯული;

დღეს ისევ დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები… ღმერთს ვთხოვ, ყველა გადარჩეს და ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვეს!

მაგრამ იცით, რას უნდა გადავეჩვიოთ? უბედური შემთხვევიდან უბედურ შემთხვევამდე მხოლოდ ვაი-ვიშს და შეშფოთებას.

დროა, ფართოდ გავახილოთ თვალები და გავიაზროთ ერთი მნიშვნელოვანი რამ:

ის, რომ შენ ან მე სახლში კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი არ გვაქვს, არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ შეგვიძლია ცხოვრება და ძილი.

სხვა ბინაში დამონტაჟებულმა გაუმართავმა ან არასწორად დამონტაჟებულმა გაზის მოწყობილობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ საცხოვრებელ კორპუსს და მის ყველა მცხოვრებს.

ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და თითქმის არ მინახავს ისეთი გამათბობლები, როგორსაც საქართველოში ჯერ კიდევ იყენებენ.

ჩემი აზრით, აუცილებელია:

* კანონით შეიზღუდოს სახიფათო და კუსტარული გაზის გამათბობლების გამოყენება;

* შემოწმდეს საცხოვრებელ კორპუსებში არსებული გაზის ყველა მოწყობილობა და საკვამლე სისტემა;

* ეტაპობრივად ჩანაცვლდეს სახიფათო მოწყობილობები უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი გათბობის სისტემებით;

* ოჯახებს, რომლებსაც ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, სახელმწიფომ დაუჭიროს მხარი.

ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მინახავს საერთო გათბობის სისტემაც, სადაც კორპუსს საერთო ქვაბი აქვს და გათბობა ერთიანი სისტემით რეგულირდება.

რატომ არ შეიძლება, ჩვენც ვიფიქროთ უსაფრთხო და თანამედროვე ალტერნატივებზე?

არ უნდა დაველოდოთ შემდეგ აფეთქებას, შემდეგ დაშავებულებს და შემდეგ ტრაგედიას, რომ რეაგირება დავიწყოთ.

უსაფრთხოება მხოლოდ ერთი ოჯახის პირადი საქმე არ არის, როდესაც ერთი ადამიანის დაუდევრობამ შეიძლება მთელი სადარბაზო, მთელი კორპუსი საფრთხის წინაშე დააყენოს.

ვაი-ვიში ვერ გვიშველის! პრევენცია, კონტროლი, კანონი და პასუხისმგებლობა გვჭირდება.

დღეს სხვისი უბედურებაა, ხვალ კი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახს შეეხოს.

რა გახდა ისეთი უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც საკუთარ სახლში დაძინების არ შეგვეშინდება?!

ღმერთმა ყველა დაგვიფაროს!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“რატომ ჰგონია, რომ ღმერთზე მეტად ოლიგარის მილიონები დაიცავს…” – პეტრე კოლხიწაიკითხე

უახლესი ამბები