პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რატომ ჰგონია, რომ ღმერთზე მეტად ოლიგარის მილიონები დაიცავს…” – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი პატრიარქ შიოს ეკლესიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე დუმილში, ხელისუფლების უსამართლობისადმი შემწყნარებლობასა და კრიტიკულად განწყობილი სასულიერო პირების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.

“რატომ ჰგონია, რომ ღმერთზე მეტად ოლიგარის მილიონები დაიცავს…” – პეტრე კოლხი
ალია

პეტრე კოლხი:

რ ა ტ ო მ …

რატომ არ იმჩნევს პატრიარქი შიო, მიტროპოლი იობის განცხადებას?!

რატომ არაფერს ამბობს, ეკლესიაში იმ ღია დაპირისპირებაზე, რაც აქტიურ ფაზაში შედის….

რატომ არაფერი გააკეთა, ამ ნახევარი წლის მანძილზე, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება ჩამცხრალიყო….

რატომ ყავს ამდენი უკმაყოფილო სასულიერო პირი და რატომ გაურბის რეალობას…

რატომ ვერ მოიწვია ამ ხნის მანძილზე სინოდის კრება….

რატომ არ ჩაბრძანდა რუის-ურბნისის ეპარქიაში, ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღეს, 10 ნოემბერს, სადაც 2003 წლის 8 აგვისტოს— წმინდა სინოდმა ურბნისში იღუმენი შიო ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მმართველად გამოარჩია….

რატომ არ იღებს კრიტიკას და რამდენად შეძლებს, ასეთ სრულიად არეულ და უკონტროლო გარემოში, მშვიდად ატაროს პატრიარქის მძიმე ჯვარი…

რატომ ებრძვის იმ სასულიერო პირებს, ვინც დღევანდელ რეჟიმს ღიად აკრიტიკებს….

რატომ დუმს, ყველა უსამართლობის გამო, რასაც ხელისუფლების მხრიდან აქვს ადგილი….

როდემდე ჩაიგუბებს წყალს პირში და რიდემდე დაიბრმავებს თვალებს, რომ დრო გაწელოს და მის საპატრიარქო ტახტსა და ერის უმრავლესობას შორის გაჩენილი ნაპრალი ჯერ კიდევ არ შეიმჩნიოს….

რატომ არ ფიქრობს იმ ხალხზე, რომლებიც მისი სუბიექტური გადაწყვეტილებით, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ…

რატომ ქადაგებს ფარისევლურ სიყვარულზე, როდესაც ადამიანების დარდსა და ტკივილს გულთან ახლოს არ იკარებს….

რატომ არ აცნობიერებს, მისი გაზულუქებული გარემოცვის გარდა, ყველა რომ სულს ღაფავს….

რატომ არ ესმის, მისი ყალბი გამოსვლები და მოწოდებები, რაც დრო გადის, უფრო არადამაჯერებელია….

რატომ ჰგონია, რომ ღმერთზე მეტად ოლიგარის მილიონები დაიცავს….

არის თუ არა, მისი ქმედებები სახარებისეულ სწავლებასთან ახლოს?!

პასუხი მარტივია !…

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლზ მეტრეველი – მეუფე იობს: “ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები