პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიის საელჩო სალომე ზურაბიშვილის საელჩოში სტუმრობაზე ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავი 2

გერმანიის საელჩო აცხადებს, რომ „რუსთავი 2-მა“ სალომე ზურაბიშვილის საელჩოში სტუმრობა არასწორად წარმოადგინა, და აღნიშნავს, რომ არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ორმხრივ ურთიერთობებს ხელს უშლის.

გერმანიის საელჩო სალომე ზურაბიშვილის საელჩოში სტუმრობაზე ინფორმაციას ავრცელებს
ინტერპრესნიუსი

გერმანიის საელჩო საქართველოში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საელჩოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორთან ღია დიალოგის გზით ინფორმაციის მიღება ადგილზე არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ, რაც საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი.

„ფაქტების გადამოწმება: გერმანიის საელჩოში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტუმრობა „რუსთავი 2-ის“ მიერ არასწორად იქნა წარმოდგენილი.

მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორთან ღია დიალოგის გზით ინფორმაციის მიღება ადგილზე არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ. ეს საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი.

„რუსთავი 2“ - პრესის თავისუფლება და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ინფორმაციის ზედმიწევნით გადამოწმება. არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ხელს უშლის საზოგადოებრივ დისკურსს და ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და გერმანიას შორის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გუშინ გავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს თბილისში, გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გერმანიის საელჩოში - მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტს გარე ძალებისგან ინსტრუქციების მიღებაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი შეხვედრის დეტალებზე დუმსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები