პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ენერგოობიექტები, ხიდები, რკინიგზა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა

რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად კიევში 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, ლვოვში კი რკინიგზის სადგურზე დარტყმას 2 პირი ემსხვერპლა. დაზიანებულია ხიდები, საავადმყოფო და ენერგოსისტემა.

ენერგოობიექტები, ხიდები, რკინიგზა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა
რადიო თავისუფლება

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ სოციალური ქსელებით, 20 ნოემბერს დილით გავრცელებული ცნობებით, კიევში 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

ქალაქის სამ რაიონში დაზიანებული და დამწვარია არასაცხოვრებელი შენობები. კონკრეტულად რა შენობებია ეს, სამაშველო სამსახურს არ უთქვამს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში დაზიანებულია სამი ხიდი. ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების სისტემების დაზიანების შედეგად კიევის ნაწილი შუქისა და წყლის გარეშეა.

ლვოვი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, პოლტავა

ლვოვში შეტევა იყო რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაშავდა ქალაქ ხარკოვში, სადაც დაზიანებულია საავადმყოფოს შენობა და მრავალბინიანი სახლი. კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა ხარკოვის ოლქის ლოზოვის რაიონში.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ოთხ რაიონში დაზიანებულია სახლები, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური და ბანკი. დაშავდა ხუთი ადამიანი. პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში დარტყმა იყო ერთ-ერთ საწარმოზე.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ 20 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმების შედეგად ენერგოსისტემაში უკიდურესად რთული ვითარებაა. რეგიონების ნაწილში ამოქმედდა ე.წ. საავარიო რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ვერ ხერხდება ენერგომომარაგების გრაფიკის დაცვა. უკრაინის ბევრ რაიონში შეწყვეტილია წყლით მომარაგებაც.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმების გამო რუსეთის საპასუხო ქმედებები იქნება „გაცილებით მტკივნეული, ვიდრე ეს კიევის რეჟიმმა გააკეთა".

16, 17 და 19 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ყირიმის, იმავე ქერჩის ხიდს, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კიევში ხიდებია დაზიანებული რუსული რაკეტებით შეტევის შედეგადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები