პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოპასუხე მხარის პოზიციების შესახებ: “გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც ჩვენს სარჩელშია ასახული”

საკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თორნიკე ჭეიშვილის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეს არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ წარმოუდგენია, რაც მათ სარჩელში ასახულ კონსტიტუციურ ბრალდებას კიდევ უფრო ამყარებს.

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოპასუხე მხარის პოზიციების შესახებ: “გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც ჩვენს სარჩელშია ასახული”
POSTV

“იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა, მათ შორის, მოსამართლეებიც მკაფიოდ დაინახავენ, სად არის სიმართლე”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, როდესაც მოპასუხისთვის კითხვების დასმის ეტაპი დაიწყება.

„რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, რომელიც გულისხმობს მოპასუხე მხარისათვის, მოსამართლეთა მხრიდან, უპირველესად, კითხვების დასმას:

იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, რომელიც რაიმე ფორმით იქნებოდა იმ კონსტიტუციური ბრალდების საპასუხო, რომელზეც ჩვენს სარჩელშია ლაპარაკი, რა თქმა უნდა, აქ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ კიდევ ერთხელ, ყველა ძალიან მკაფიოდ და, მათ შორის, მოსამართლეებიც ძალიან მკაფიოდ დაინახავენ იმას, თუ სად არის სიმართლე. სიმართლე, რა თქმა უნდა, არის, სწორედ, ჩვენს მხარეს. მეორე მხრივ, გამოჩნდება მოპასუხე მხარის უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები. მათ მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც ჩვენს სარჩელშია ასახული“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითორნიკე ჭეიშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გუშინაც მცდელობა იყო, რომ პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ, შეურაცხმყოფელ კომენტარების გაკეთებასაც არ ერიდებიან - მომდევნო ეტაპზეც მოლოდინია, რომ ყველა დაინახავს, სად არის სიმართლე
  2. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო განხილვებზე: კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ
  3. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში​
  4. იმედინიუსისამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები