უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა - სი ძინპინი
ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, აუცილებელია რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება. ჩინეთში ასევე იგეგმება ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტი.
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, აუცილებელია რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
"უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ეკონომიკებს გააერთიანებს. ხელი უნდა შევუწყოთ თავისუფალ და ღია ვაჭრობასა და ინვესტიციებს, დავაკავშიროთ საკვანძო ცენტრები, რათა ეკონომიკური კავშირები შეუფერხებლად განვითარდეს", - აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
ცოტა ხნის წინ, ჩინეთში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში შედგა. მოგვიანებით შედგება ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტიც.
ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში - ირანში მიმდინარე ესკალაციას, ბირთვული შეიარაღების კონტროლს, ვაჭრობასა და ეკონომიკას - მათ შორის ამერიკაში იშვიათი ლითონების ექსპორტს - და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიალიდერთა შეხვედრაზე განვიხილავთ როგორ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ჩვენი მიზანია, ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ - სი ძინპინი ტრამპთან და პუტინთან დაგეგმილ სამმხრივ ისტორიულ შეხვედრაზე
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა - ლიდერები უკრაინაზე, ირანზე, ბირთვულ შეიარაღებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელებენ
ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა - დონალდ ტრამპი
უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ეკონომიკებს გააერთიანებს - სი ძინპინი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…