ჩინეთში ტრამპის, პუტინისა და სი ძინფინგის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო
ჩინეთში დონალდ ტრამპის, ვლადიმირ პუტინისა და სი ძინფინგის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო, სადაც განხილვის მთავარი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი და ბირთვული შეიარაღების კონტროლია.

ჩინეთის ქალაქ შენჭენში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინაში ომი და ბირთვული შეიარაღების კონტროლი.
შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ სამი ლიდერი „ისტორიას ქმნის“. მან ხაზი გაუსვა ბირთვული არსენალების შემცირებისა და მათი გამოყენების რისკების შესამცირებლად თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ომზეც ისაუბრა და თქვა: „ვფიქრობ, მას [პუტინს] და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“.
პუტინის თქმით, სამივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია საერთაშორისო სამართლის სისტემის შენარჩუნება და რეგიონული კონფლიქტების მოგვარება, მათ შორის უკრაინაში.
სი ძინფინგმა კი აღნიშნა, რომ ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა გლობალური გამოწვევების საპასუხოდ თანამშრომლობის მაგალითი უნდა აჩვენონ. მისი თქმით, დიდ სახელმწიფოებს შორის ჰარმონიული თანაარსებობა მსოფლიოში მშვიდობის წინაპირობაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიალიდერთა შეხვედრაზე განვიხილავთ როგორ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ჩვენი მიზანია, ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ - სი ძინპინი ტრამპთან და პუტინთან დაგეგმილ სამმხრივ ისტორიულ შეხვედრაზე
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა - ლიდერები უკრაინაზე, ირანზე, ბირთვულ შეიარაღებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელებენ
ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა - დონალდ ტრამპი
უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ეკონომიკებს გააერთიანებს - სი ძინპინი
უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა - სი ძინპინი
ტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ზოგიერთს ამის მოსმენა არ სიამოვნებს, მაგრამ მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ
ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა დაიწყო
Reuters: ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…