პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა - დონალდ ტრამპი

შენჟენში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც ტრამპის თქმით, მას ჩინეთთან მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვს.

ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა - დონალდ ტრამპი
რუსთავი 2

რამდენიმე საათში ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპის, სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის, ისტორიაში პირველი, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ერთობლივ მოლაპარაკებებამდე ამერიკის პრეზიდენტი ორივე ლიდერს პირისპირ შეხვდება.

მედია წერს, რომ პუტინთან ტრამპის ორმხრივი დისკუსიის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია. ამასთან კრემლს სურს, რომ კონფლიქტის დასრულების საკითხი საერთო ფორმატშიც, სი ძინპინის მონაწილეობით განიხილოს.

გამოქვეყნდა ოფიციალური დღის წესრიგიც: შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში - ირანში მიმდინარე ესკალაციას, ბირთვული შეიარაღების კონტროლს, ვაჭრობასა და ეკონომიკას, მათ შორის ამერიკაში იშვიათი მინერალების ექსპორტსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

"ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ნახეთ, როგორ ვისხედით ვახშამზე და როგორ დამხვდნენ გუშინ. ჩინეთის ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. პრეზიდენტ სი ძინპინს აქამდე აეროპორტში არცერთი უცხოელი ლიდერი არ დაუხვედრებია. ის ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტია და ამ პატივისცემას ძალიან ვაფასებ.

დახვედრა განსაკუთრებული იყო - საზეიმო ცერემონია, მუსიკა, ათასობით ადამიანი, ბავშვები და ჯარისკაცები. ეს უდიდესი პატივისცემის გამოხატულება იყო. ეს დიდი გამარჯვებაა როგორც ჩვენთვის, ისე ჩინეთისთვის. იცით, ჩინეთთან ბევრს ვვაჭრობთ და ამ ურთიერთობით დიდ ფულს ვშოულობთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოლიდერთა შეხვედრაზე განვიხილავთ როგორ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ჩვენი მიზანია, ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ - სი ძინპინი ტრამპთან და პუტინთან დაგეგმილ სამმხრივ ისტორიულ შეხვედრაზე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას
  3. რუსთავი 2სამთავრობოდონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა - ლიდერები უკრაინაზე, ირანზე, ბირთვულ შეიარაღებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელებენ
  4. რუსთავი 2სამთავრობოუნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ეკონომიკებს გააერთიანებს - სი ძინპინი
  5. რუსთავი 2სამთავრობოუნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა - სი ძინპინი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები