პუტინმა, ტრამპმა და სი ძინფინმა უკრაინის ომზე, ბირთვულ განიარაღებასა და რეგიონულ კონფლიქტებზე იმსჯელეს
შენჭენში დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინფინის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა უკრაინაზე, რეგიონულ კონფლიქტებსა და ბირთვულ განიარაღებაზე იმსჯელეს.

ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები საათ-ნახევარს გაგრძელდა.
რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ლიდერებმა ბირთვული განიარაღების, რეგიონული კონფლიქტების, საერთაშორისო ტერორიზმის, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
პუტინის განცხადებით, რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის უკრაინაში. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო სამართლის სისტემის შენარჩუნების პასუხისმგებლობაზე.
სი ძინფინმა განაცხადა, რომ სამმა ქვეყანამ ერთობლივად უნდა იმუშაოს ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად.
„ბირთვული იარაღი დამოკლეს მახვილია, რომელიც კაცობრიობას თავზე ჰკიდია. ის სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს“, - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, სამმა ქვეყანამ ძალისხმევა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებით უნდა გააერთიანოს. მან ასევე აღნიშნა, რომ უთანხმოებების მოგვარება დიალოგის გაგრძელებით არის შესაძლებელი.
ტრამპის თქმით, უკრაინაში ვითარების დარეგულირების პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება და კონფლიქტის დასრულება ორივე მხარეს სურს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა კარგ ატმოსფეროში, კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით კი, უკრაინა სამიტის მთავარი თემა არ ყოფილა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
16 სტატიალიდერთა შეხვედრაზე განვიხილავთ როგორ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ჩვენი მიზანია, ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ - სი ძინპინი ტრამპთან და პუტინთან დაგეგმილ სამმხრივ ისტორიულ შეხვედრაზე
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა - ლიდერები უკრაინაზე, ირანზე, ბირთვულ შეიარაღებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელებენ
ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა - დონალდ ტრამპი
უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ეკონომიკებს გააერთიანებს - სი ძინპინი
უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა - სი ძინპინი
ტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ზოგიერთს ამის მოსმენა არ სიამოვნებს, მაგრამ მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ
ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა დაიწყო
ჩინეთში ტრამპის, პუტინისა და სი ძინფინგის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო
Reuters: ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა
აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა
ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა
აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა
"მშვიდობა არასოდეს დამყარებულა დიალოგზე უარის თქმით" - დონალდ ტრამპი სი ძინპინთან და პუტინთან შეხვედრაზე
სი ძინპინი: მშვიდობა კაცობრიობის მუდმივი მისწრაფებაა, უნდა გვახსოვდეს ისტორია, გავითვალისწინოთ წარსულის გამოცდილება და მომავლისკენ გავიხედოთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…