პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა დაიწყო

ჩინეთის ქალაქ შენჟენში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. ტრამპმა ხაზი გაუსვა ბირთვული არსენალების შემცირებას, უკრაინაში ომის დასრულების საერთო ინტერესს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა.

ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა დაიწყო
რუსთავი 2

მსოფლიოს სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ერთ მაგიდასთან - ჩინეთში ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა დაიწყო. უპრეცედენტო ფორმატის მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ქალაქ შენჟენში იმართება.

უკრაინის ომი, ირანის ბირთვული პროგრამა, გლობალური უსაფრთხოება, შეიარაღების კონტროლი და სავაჭრო ურთიერთობები - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებსაც მხარეები განიხილავენ. სამმხრივ შეხვედრას წინ უძღოდა ტრამპის მოლაპარაკებები ჯერ ვლადიმირ პუტინთან, შემდეგ კი სი ძინპინთან.

რუსული მხარის ინფორმაციით, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება იყო. ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას კი ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს უკრაინაში ომის დასრულების საერთო ინტერესი აქვთ.

შეხვედრის დაწყების დროს დონალ ტრამპმა პუტინს და სი ძინპინს მიმართა. ტრამპმა ხაზი გაუსვა მსოფლიოს სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ბირთვული არსენალების შემცირების, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკის მინიმიზაციისა და გავრცელების აღკვეთის საკითხში, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის კონტექსტში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების დაუშვებლობაზე ისაუბრა.

"ეს არის პირველი შეხვედრა შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის. დღეს, ამ თვალსაზრისით და მრავალი სხვა მიზეზით, ისტორიას ვქმნით.

ჩვენ სამ ქვეყანას ბევრი რამ გვაქვს განსახილველი და უკვე არაერთ საკითხზე ვისაუბრეთ. როგორც მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, შევინარჩუნოთ ღია, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და ნაყოფიერი დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე.

წარსულში ლიდერები ხშირად თავს არიდებდნენ იმ ქვეყნებთან საუბარს, რომლებთანაც უთანხმოება ჰქონდათ. ჩვენ საპირისპირო მიდგომას ვირჩევთ. ძველი მიდგომით, როდესაც პრობლემებზე საუბარს თავს არიდებდნენ, მათი გადაჭრა არასოდეს ხერხდებოდა. მშვიდობა არასოდეს დამყარებულა დიალოგზე უარის თქმით.

დღეს ჩვენ განსხვავებულ გზას ვირჩევთ. ეს ისტორიული სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვან საკითხებზე ახალი შესაძლებლობები და მიდგომები ვიპოვოთ. იმედი მაქვს, ეს ყველასთვის უკეთესი და გაცილებით უსაფრთხო მომავლის შექმნას შეუწყობს ხელს.

როგორც მსოფლიოს სამ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს, შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს განსაკუთრებული შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა გვაქვს, განვიხილოთ დედამიწაზე ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირება და იმ რისკის მინიმუმამდე დაყვანა, რომ ეს იარაღი ოდესმე გამოიყენონ. მისი დამანგრეველი ძალა წარმოუდგენელია.

ჩვენი ქვეყნების ბირთვული არსენალების შემცირების შესაძლებლობების განხილვასთან ერთად, აუცილებელია სხვა ქვეყნებში ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხესთან ბრძოლაც. ეს არის ის, რასაც ირანის შემთხვევაში ვაკეთებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს.

დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე ვისაუბრებთ. მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომზეც. ეს საკითხი უკვე განვიხილეთ. პრეზიდენტ პუტინთან დღეს საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი მქონდა. ჩვენი საუბრის მთავარი თემაც სწორედ ეს იყო. ვფიქრობ, გარკვეული პროცესები უკვე მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ როგორც მე, ისე პრეზიდენტ პუტინს და მეორე მხარესაც ამ ომის დასრულება გვსურს.

თანამშრომლობის კიდევ ერთი შესაძლო მიმართულებაა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა ისეთი უკონტროლო გლობალისტური ორგანიზაციებისგან, როგორიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. მიმაჩნია, რომ სასამართლომ საკუთარ უფლებამოსილებებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და, ვფიქრობ, ამ საკითხზე ყველა ვთანხმდებით.

დღეს პირველად იმართება სამმხრივი შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ვლადიმირ პუტინის გვერდით და თქვენთან ერთად, ბატონო პრეზიდენტო. მინდა მოგილოცოთ ის, რაც გააკეთეთ. დაფიქრდით, ეს 40-წლიანი პროცესია, რომლის დიდი ნაწილიც, ვფიქრობ, ბოლო 20-25 წელიწადში განხორციელდა. დღეს აქ ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი გვაქვს, რომელიც უნაკლოდ გამოიყურება. ეს მართლაც შთამბეჭდავი მიღწევაა.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ყოფნა. ახლა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევას. გმადლობთ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 7ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოლიდერთა შეხვედრაზე განვიხილავთ როგორ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ჩვენი მიზანია, ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ - სი ძინპინი ტრამპთან და პუტინთან დაგეგმილ სამმხრივ ისტორიულ შეხვედრაზე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას
  3. რუსთავი 2სამთავრობოდონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა - ლიდერები უკრაინაზე, ირანზე, ბირთვულ შეიარაღებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელებენ
  4. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა - დონალდ ტრამპი
  5. რუსთავი 2სამთავრობოუნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ეკონომიკებს გააერთიანებს - სი ძინპინი
  6. რუსთავი 2სამთავრობოუნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა - სი ძინპინი
  7. რუსთავი 2სამთავრობოტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ზოგიერთს ამის მოსმენა არ სიამოვნებს, მაგრამ მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
  9. ფორმულაოპოზიციურიჩინეთში ტრამპის, პუტინისა და სი ძინფინგის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო
  10. იმედინიუსისამთავრობოReuters: ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩინეთში დღეს არ გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები