პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ქსოვრელი: „თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპია, რომ სახელმწიფო იძახის, რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს, ანუ რაღაც შემთხვევებში არჩევნები ვერ იქნება პასუხი და მე უნდა ჩავერიო – შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ პროცესის დინებაზე მიშვებით, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებს დაველოდოთ, რაღაც გაფუჭდება“

საკონსტიტუციო სასამართლო

პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელია ძალადობა ან ანტიდემოკრატიული იდეოლოგია, ხოლო სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ არჩევნებისთვის საკითხის მინდობით ფუნდამენტური რამ დაირღვევა, განაცხადა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ქსოვრელმა საკონსტიტუციო სასამართლოში.

გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ქსოვრელი: „თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპია, რომ სახელმწიფო იძახის, რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს, ანუ რაღაც შემთხვევებში არჩევნები ვერ იქნება პასუხი და მე უნდა ჩავერიო – შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ პროცესის დინებაზე მიშვებით, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებს დაველოდოთ, რაღაც გაფუჭდება“
POSTV

„ზოგადად, თავდაცვით დემოკრატიას რასაც ვეძახით, პრინციპი არის, რომ სახელმწიფო იძახის, რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს, ანუ რაღაც შემთხვევებში არჩევნები ვერ იქნება პასუხი და მე უნდა ჩავერიო. შესაბამისად, უნდა აჩვენოს მან, რომ ამ პროცესის არჩევნებზე გადასაწყვეტად მიშვებით, ანუ პროცესის დინებაზე მიშვებით, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებს დაველოდოთ, რაღაცა გაფუჭდება, რაღაცა ფუნდამენტური დაირღვევა“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ქსოვრელმა.

“იმისათვის, რომ მსჯელობა დავიწყოთ პარტიის აკრძალვაზე, სახეზე უნდა იყოს ორიდან ერთი საფუძველი აუცილებლად. პირველი, ან პარტია უნდა იყენებდეს ძალადობას, მეთოდს, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ან ხელისუფლებაში მოსვლის და ა.შ., ან მეორე – მისი პარტიული იდეოლოგია, რომელიც ან წესდებიდან ან ქმედებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, თავისთავად უნდა იყოს ისეთი, რომელიც არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუსაბამო. მაგალითად, კონსტიტუციური წყობილების დამხობას რასაც ვეძახით, მაგალითად, რაც იყო “რეფაჰის” საქმეში, რომ სეკულარიზმი იყო კონსტიტუციის პირდაპირი მოთხოვნა და იდეოლოგია იყო პირდაპირ საწინააღმდეგო კონსტიტუციის ფუნდამენტური საკითხების. ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა იყოს აუცილებლად სახეზე, რათა დავიწყოთ საუბარი საერთოდ და შეფასება, პარტია შეიძლება თუ არა აიკრძალოს. მას შემდეგ, რაც ეს დადგინდება, შემდეგ უნდა გამოიკვეთოს კონკრეტულ შემთხვევაში რა მიზანი აქვს, ღონისძიება უნდა იყოს პროპორციული.

ის შედეგები, რომელსაც პარტიის აკრძალვით იღებს სახელმწიფო და საზოგადოება, უნდა გადაწონიდეს იმ ზიანს, რომელიც დემოკრატიას და პლურალიზმს ადგება ამა თუ იმ პარტიის აკრძალვით. ზოგადად, პრინციპი არის, თავდაცვით დემოკრატიას რომ ვეძახით, რომ სახელმწიფო იძახის, რომ რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს, ანუ რაღაც შემთხვევებში არჩევნები ვერ იქნება პასუხი და მე უნდა ჩავერიო. შესაბამისად, უნდა აჩვენოს მან, რომ ამ პროცესის არჩევნებზე გადასაწყვეტად მიშვებით, ანუ პროცესის დინებაზე მიშვებით, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებს დაველოდოთ, რაღაცა გაფუჭდება, რაღაცა ფუნდამენტური დაირღვევა და მოდი, არჩევნებით კი არა, მე გადავწყვეტ, ანუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, ანუ ვიღაცა გადაწყვეტს კონკრეტული პარტია ხელისუფლებაში უნდა იყოს თუ არა“, – განაცხადა ქსოვრელმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ქსოვრელი: თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპია, რომ სახელმწიფო იძახის, რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს - სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ პროცესის დინებაზე მიშვებით რაღაც გაფუჭდება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ქსოვრელი: თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპია, რომ სახელმწიფო იძახის, რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს - სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ პროცესის დინებაზე მიშვებით რაღაც გაფუჭდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები