გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ქსოვრელი: თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპია, რომ სახელმწიფო იძახის, რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს - სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ პროცესის დინებაზე მიშვებით რაღაც გაფუჭდება
საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ქსოვრელმა განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვაზე მსჯელობისთვის აუცილებელია ძალადობრივი მეთოდები ან დემოკრატიასთან შეუსაბამო იდეოლოგია.

ზოგადად, თავდაცვით დემოკრატიას რასაც ვეძახით, პრინციპი არის, რომ სახელმწიფო იძახის, რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს, ანუ რაღაც შემთხვევებში არჩევნები ვერ იქნება პასუხი და მე უნდა ჩავერიო. შესაბამისად, უნდა აჩვენოს მან, რომ ამ პროცესის არჩევნებზე გადასაწყვეტად მიშვებით, ანუ პროცესის დინებაზე მიშვებით, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებს დაველოდოთ, რაღაცა გაფუჭდება, რაღაცა ფუნდამენტური დაირღვევა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი ქსოვრელმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის აკრძალვაზე მსჯელობის დასაწყებად, სახეზე უნდა იყოს ორიდან ერთ-ერთი საფუძველი - ან არჩევნებს მოგების შემთხვევაში კონკრეტული პარტია საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად, ქვეყანას დაანგრევს, ან მეორე შემთხვევაში, პარტია არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით მოპოვებას აპირებს.
"იმისათვის, რომ მსჯელობა დავიწყოთ პარტიის აკრძალვაზე, სახეზე უნდა იყოს ორიდან ერთი საფუძველი აუცილებლად. პირველი, ან პარტია უნდა იყენებდეს ძალადობას, მეთოდს, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ან ხელისუფლებაში მოსვლის და ა.შ., ან მეორე - მისი პარტიული იდეოლოგია, რომელიც ან წესდებიდან ან ქმედებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, თავისთავად უნდა იყოს ისეთი, რომელიც არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუსაბამო. მაგალითად, კონსტიტუციური წყობილების დამხობას რასაც ვეძახით, მაგალითად, რაც იყო "რეფაჰის" საქმეში, რომ სეკულარიზმი იყო კონსტიტუციის პირდაპირი მოთხოვნა და იდეოლოგია იყო პირდაპირ საწინააღმდეგო კონსტიტუციის ფუნდამენტური საკითხების. ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა იყოს აუცილებლად სახეზე, რათა დავიწყოთ საუბარი საერთოდ და შეფასება, პარტია შეიძლება თუ არა აიკრძალოს. მას შემდეგ, რაც ეს დადგინდება, შემდეგ უნდა გამოიკვეთოს კონკრეტულ შემთხვევაში რა მიზანი აქვს, ღონისძიება უნდა იყოს პროპორციული. ის შედეგები, რომელსაც პარტიის აკრძალვით იღებს სახელმწიფო და საზოგადოება, უნდა გადაწონიდეს იმ ზიანს, რომელიც დემოკრატიას და პლურალიზმს ადგება ამა თუ იმ პარტიის აკრძალვით. ზოგადად, პრინციპი არის, თავდაცვით დემოკრატიას რომ ვეძახით, რომ სახელმწიფო იძახის, რომ რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს, ანუ რაღაც შემთხვევებში არჩევნები ვერ იქნება პასუხი და მე უნდა ჩავერიო. შესაბამისად, უნდა აჩვენოს მან, რომ ამ პროცესის არჩევნებზე გადასაწყვეტად მიშვებით, ანუ პროცესის დინებაზე მიშვებით, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებს დაველოდოთ, რაღაცა გაფუჭდება, რაღაცა ფუნდამენტური დაირღვევა და მოდი, არჩევნებით კი არა, მე გადავწყვეტ, ანუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, ანუ ვიღაცა გადაწყვეტს კონკრეტული პარტია ხელისუფლებაში უნდა იყოს თუ არა," - განაცხადა ქსოვრელმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…