პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს - ნიკოლ ფაშინიანი

ნატო

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა ნატოში შესვლას მიზნად არ ისახავს და ამ მიზეზით არ შეუერთდა დუბლინში მიღებულ დეკლარაციას.

სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს - ნიკოლ ფაშინიანი
რუსთავი 2

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი არ შეუერთდა დუბლინში მიღებულ დეკლარაციას ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ნატოსთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი მითითებების გამო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს.

ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათის მიმდინარეობისას ფაშინიანმა დეპუტატ ვოლოდი აკოპიანის კითხვას უპასუხა. აკოპიანი დაინტერესდა, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი 12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს.

"ერთი მიზეზის გამო: პარტნიორებს გამჭვირვალედ ვუთხარი, რომ იქ ნატოსთან დაკავშირებული მითითებების ძალიან დიდი რაოდენობა იყო. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ ნატოში შესვლას ან ზოგადად ასეთ ამოცანას ვისახავთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, მთავრობა ერთმანეთისგან მიჯნავს ევროკავშირში გაწევრიანებისა და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხებს.

"ჩვენ ვთქვით: ევროკავშირს - კი, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით გატარებულ პოლიტიკას არ ვიღებთ. სწორედ ეს იყო მიზეზი და ამას გაგებით მოეკიდნენ", - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოფაშინიანი: სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკოლ ფაშინიანი - დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის პრობლემების შექმნა, ვიმედოვნებ, რომ ეს რუსეთის განზრახვაც არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი დეკემბერში მოსკოვში სამ ვიზიტს გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები