პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლ ფაშინიანი - დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს

ნატო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ აქვს.

ნიკოლ ფაშინიანი - დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს
ინტერპრესნიუსი

ჩვენ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მიღებულ ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას.

ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში ნატო-სთან დაკავშირებული ფორმულირებები იყო.

„ჩვენ ერთი მიზეზით არ შევუერთდით და პარტნიორებს ღიად ვუთხარი, რომ იქ ნატო-სთან დაკავშირებით ბევრი მითითება იყო. ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ გვაქვს გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების ან მსგავსი მიზნის დასახვის შესახებ. ჩვენ ვთქვით - დიახ ევროკავშირს, მაგრამ პოლიტიკის გადაწყვეტილებას სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით არ ვიღებთ. მიზეზი ეს იყო და ისინი ამას გაგებით მოეკიდნენ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, დუბლინში, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას ხელი 40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოაწერა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოფაშინიანი: სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს
  2. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს - ნიკოლ ფაშინიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის პრობლემების შექმნა, ვიმედოვნებ, რომ ეს რუსეთის განზრახვაც არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი დეკემბერში მოსკოვში სამ ვიზიტს გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები