პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანი: სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს

ნატო

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა ნატოში გაწევრიანება მიზნად არ დაუსახავს და დუბლინის დეკლარაციას სწორედ ალიანსზე მითითებების სიმრავლის გამო არ შეუერთდა.

ფაშინიანი: სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს
იმედინიუსი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ შეუერთდა დუბლინში მიღებულ დეკლარაციას ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ნატოსთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი მითითებების გამო. მისი თქმით, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს.

ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ ვოლოდი აკოპიანის კითხვას უპასუხა.

აკოპიანი დაინტერესდა, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი 12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების მიზეზი ღიად წარუდგინა.

„ერთი მიზეზის გამო: პარტნიორებს გამჭვირვალედ ვუთხარი, რომ იქ ნატოსთან დაკავშირებული მითითებების ძალიან დიდი რაოდენობა იყო. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ ნატოში შესვლას ან ზოგადად ასეთ ამოცანას ვისახავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან დასძინა, რომ დოკუმენტის დანარჩენ ნაწილში მისაღები და მყარი დებულებები იყო.

ფაშინიანის თქმით, მთავრობა ერთმანეთისგან მიჯნავს ევროკავშირში გაწევრიანებისა და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხებს.

„ჩვენ ვთქვით: ევროკავშირს - კი, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით გატარებულ პოლიტიკას არ ვიღებთ. სწორედ ეს იყო მიზეზი და ამას გაგებით მოეკიდნენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის პრობლემების შექმნა, ვიმედოვნებ, რომ ეს რუსეთის განზრახვაც არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი დეკემბერში მოსკოვში სამ ვიზიტს გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები