სპორტი · 19 ნოემბერი, 01:30
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერის მერვედფინალში ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელ ფრანჩესკო პასაროსთან შეხვედრის პირველ სეტში თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ჩელენჯერის მერვედფინალში იტალიელ ფრანჩესკო პასაროსთან შეხვედრის პირველ სეტში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იმ მომენტისთვის ქართველი ჩოგბურთელი 2:3 მარცხდებოდა.
ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა. იქამდე მან ნიდერლანდელ მაქს ჰოუკს მოუგო.
ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 85-ე ადგილზეა - ბოლოს საუკეთესო შედეგი 2023 წელს ჰქონდა (84).
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…