პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის კარიერაში 4000-ქულიანი ზღვარი გადალახა, მისმა გუნდმა „დუბაიმ“ კი „ანადოლუ ეფესი“ 80:75 დაამარცხა. ქართველი კაპიტანი მატჩში 9 ქულით და 4 მოხსნით გამოირჩა.

ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
სპორტალი

ევროლიგის მე-12 ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და მისმა „დუბაიმ“ საკუთარ მოედანზე თურქულ „ანადოლუ ეფესს“ უმძიმეს ბრძოლაში, ანგარიშით 80:75 სძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდი პირველ ტაიმში 10 ქულით აგებდა, მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა თორნიკესთვის, რომელმაც ევროლიგის კარიერაში საიუბილეო, 4000-იანი ზღვარი გადალახა და ეს ისტორიული მაჩვენებელი ოფიციალურად დააფიქსირა.

მატჩში შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე გატარებულ 15:18 წუთში აქტივში 9 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. კაპიტანმა სროლებში კარგი სიზუსტე აჩვენა — 5-იდან 3 ორქულიანი და 3-იდან 1 სამქულიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი დაფიქსირდა, მეტოქეები კი ქართველ ფორვარდზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

„დუბაის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა კანადელმა მფიონდუ კაბენგელემ, რომელმაც ფანტასტიკური ორმაგი დუბლი შეასრულა — 18 ქულა და 18 მოხსნა, ხოლო ბოსნიელმა ჯანან მუსამ გუნდს 14 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ევროლიგაში „დუბაის“ მაისურით პირველად გამოჩნდა უბერებელი ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი (43 წლის), რომელმაც 5 წუთში 1 ქულა მიითვალა.

ამ წარმატების შემდეგ, „დუბაის“ 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. შენგელიას გუნდი ევროლიგის ეგიდით მორიგ მატჩს 19 ნოემბერს ჩაატარებს, როდესაც კვიპროსში კამარ ბოლდუინის ახალ კლუბს — თელ-ავივის „მაკაბის“ გაეჯიბრება.

GBF.GE

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები