ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ალმათის 250-იანი ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს დანიილ მედვედევთან სამ სეტში, 7:6, 1:6, 3:6 დამარცხდა.

ალმათის 250-იანი ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (ATP:128) რუს დანიილ მედვედევთან (ATP:5) სამ სეტში 7:6, 1:6, 3:6 დამარცხდა.
ნიკოლოზმა 3 ეისი შეასრულა, მეტოქემ კი - 22. ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ სეტში ბასილაშვილი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მეორე სეტიდან რუსმა ჩაწოდების ხარჯზე დიდი უპირატესობა მოიპოვა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
მიუხედავად ფინალში მარცხისა, ნიკოლოზისთვის ალმათის ტურნირზე ასპარეზობა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან აქამდე ბასილაშვილმა ATP-ის ტურნირის ფინალში გასვლა ბოლოს 2022 წელს მოახერხა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…