ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

ალმათის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება — ბერძენის დამარცხების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს საუკეთესო ასეულში დაბრუნდება.

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადისსპორტალი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ნახევარფინალში 28 წლის ბერძენს, მსოფლიოს ყოფილ მე-3 და ამჟამინდელ 39-ე ნომერ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

სპორტსმენების გზა კარიერაში მეხუთედ გადაიკვეთება და ურთიერთშეხვედრებში ბერძენი 3:1 ლიდერობს. ყველა მატჩი ჰარდის საფაროვან კორტზე შედგა, რომელზედაც ხვალინდელი დაპირისპირებაც გაიმართება.

ბასილაშვილი ATP ტურნირის ნახევარფინალში 2022 წლის თებერვლის მერე პირველად იასპარეზებს. მაშინ ნიკოლოზი დოჰაში ფინალში გავიდა, სადაც რობერტო ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.

როგორც უკვე ვწერდით, ჩვენებურს ამ ტურნირის შემდეგ 128-ედან მინიმუმ 108-ე ადგილამდე დაწინაურება მინიმუმ განაღდებული აქვს, თუმცა თუ ბერძენის ბარიერსაც დაძლევს, ტოპ 100-ში დაბრუნდება, სადაც 2023 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ATP-ის ოფიციალური საიტის მონაცემებით, ბასილაშვილმა ნახევარფინალში გასვლით 56,085$ გამოიმუშავა.

ბასილაშვილისა და ციციპასის მატჩი ხვალ გაიმართება, მატჩის დაწყების ზუსტი დრო კი მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც ყველა მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები