ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სამმატჩიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ევროლიგის მერვე ტურში „დუბაის“ შემადგენლობაში „პარიზთან“ 8 ქულა დააგროვა. შეხვედრა შენგელიას გუნდის მარცხით, ანგარიშით 93:99 დასრულდა.

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდასპორტალი

სამი მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია. ევროლიგის მე-8 ტურის საშინაო შეხვედრაში 35 წლის ქართველი ფორვარდის „დუბაი“ „პარიზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 93:99 დათმო პაექრობა.

შენგელია თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. პარკეტზე გატარებულ 10 წუთსა და 16 წამში თოკომ ასპროცენტიანი სიზუსტე აჩვენა - მან სამივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ტყორცნა უშეცდომოდ შეასრულა, საკუთარ გუნდს 8 ქულა მოუტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა პასივში 4 პერსონალური შენიშვნა ჩაწერა.

მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესოები NBA-ს ყოფილი კალათბურთელები გახლდნენ: დუენი ბეიკონმა 24 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მფიონდუ კაბენგელემ ორმაგი დუბლი 22 ქულითა და 13 მოხსნით შეასრულა.

ამ მარცხის შემდეგ „დუბაის“ ევროლიგაში 5 მოგება და 3 წაგება აქვს, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში, 30 ოქტომბერს, შენგელიას გუნდი საკუთარ არენაზე თელ-ავივის „ჰაპოელს“ უმასპინძლებს.

GBF.GE

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვაწაიკითხე

უახლესი ამბები