პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიური „ვირტუს ბოლონიის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. ევროლიგის შეხვედრაში შენგელიას ამჟამინდელმა გუნდმა „დუბაიმ“ „ბოლონია“ 93:75 დაამარცხა.

თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს
იმედინიუსი

თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. ქართველ კალათბურთელს იტალიური კლუბის გულშემატკივრებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს, ტრიბუნებიდან კი მას ოვაციით შეხვდნენ.

შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ ღირსებას 2022-2025 წლებში იცავდა და კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. რაც შეეხება თამაშს, ევროლიგის მე-10 ტურის მატჩში „დუბაიმ“ „ბოლონია“ 93-75 დაამარცხა. შენგელიამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ექვსიდან ხუთი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. „დუბაის“ 7 მოგება და 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები