პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბურთალოს რაიონის გამგებელი - GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე - ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია

GWP

საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძის განცხადებით, GWP-ის მილის ავარიამ 24-მდე მანქანა დააზიანა და 8-მდე ოჯახი დააზარალა; ზიანს მთლიანად კომპანია აანაზღაურებს.

საბურთალოს რაიონის გამგებელი - GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე - ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია
ინტერპრესნიუსი

GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა, პრობლემა აღმოიფხვრას.

„GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები, ავტომობილები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა აღმოიფხვრას პრობლემა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღრიცხვა იმ ზარალის და იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ. მთლიანად ამ ზიანს ანაზღაურებს კომპანია.

ამავდროულად, მუნიციპალური ლაბორატორია აწარმოებს კვლევას მდგრადობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უკვე დასკვნის შემდეგ იქნება შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე, დაზიანებულია 24 მანქანამდე და დაზარალდა 8 ოჯახამდე”, - აღნიშნა გიზო ვასაძემ.

შეგახსენებთ, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე დღეს, გამთენიისას ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ს 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოGWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
  2. BM.GEოპოზიციურიგამრეკელის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - GWP
  3. რუსთავი 2სამთავრობოGWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
  4. ალიაოპოზიციურიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
  5. POSTVსამთავრობოGWP: „კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს“
  6. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
  7. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
  8. TV პირველიოპოზიციურიGWP საბურთალოზე წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებთ - კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე საბურთალოს რაიონში წყალსადენის დაზიანებაზე: ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები