ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავში იაღლუჯის რეზერვუარის ქსელის რეაბილიტაციაში 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიის ცნობით, სამუშაოების გამო დროებით შეზღუდული წყალმომარაგება მოსახლეობას 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება.