GWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა. კომპანია GWP აცხადებს, რომ მომხდარი ავარიის შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ GWP ავარიის შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.
„დღეს, 18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საათზე, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე მოხდა კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფების დაუყოვნებელი მობილიზება.
წყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყო აღნიშნულ არეალში მდებარე აბონენტების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა. ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები, რათა დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას. პარალელურად, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და კომპანია მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაგამრეკელის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - GWP
GWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
GWP: „კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს“
კახა კალაძე: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…