პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

GWP

საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთასთან 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც აბონენტები ალტერნატიულ ქსელზე გადართეს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ალია

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, დღეს, 18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საათზე, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფების დაუყოვნებელი მობილიზება. წყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყო აღნიშნულ არეალში მდებარე აბონენტების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა.

ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები, რათა დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას. პარალელურად, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, – ამბობს კომპანია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოGWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
  2. BM.GEოპოზიციურიგამრეკელის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - GWP
  3. რუსთავი 2სამთავრობოGWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
  4. POSTVსამთავრობოGWP: „კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს“
  5. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
  6. TV პირველიოპოზიციურიGWP საბურთალოზე წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებთ - კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა - ჩაინგრა გზის საფარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები