GWP საბურთალოზე წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებთ - კალაძე
საბურთალოზე GWP-ის წყალსადენის დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს კომპანია სრულად აანაზღაურებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია GWP წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს.
კალაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან.
"საბურთალოს რაიონში, დღეს გამთენიისას, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ის 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე, მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება" - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, დავით გამრეკელის ქუჩაზე გვიან ღამით წყლის მილი გასკდა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ადგილობრივებმა გაავრცელეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაGWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
გამრეკელის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - GWP
GWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
GWP: „კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს“
კახა კალაძე: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…