"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ ნაკრებმა ერთა ლიგაზე დასახული მიზანი ვერ შეასრულა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ანდრეა მალდერა თანამდებობაზე დარჩება.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ ერთა ლიგაზე მისი ქვეყნის ნაკრების გამოსვლა და მთავარი მწვრთნელის ანდრეა მალდერას მუშაობა შეაფასა.
მისი თქმით, ეს ეტაპი გუნდისთვის პირველი სატურნირო გამოცდა იყო ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა მალდერას ხელმძღვანელობით. იტალიელმა სპეციალისტმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა, რთულ საკადრო პირობებში მუშაობისას, დიდი გამოცდილება მიიღეს. ამავდროულად, გუნდმა რამდენიმე ახალ ფეხბურთელს დებიუტის საშუალება მისცა, რაც მნიშვნელოვანია ნაკრების შემდგომი ფორმირებისთვის.
მანვე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიანიშნა, რომ მთავარი მწვრთნელი ანდრეა მალდერა თანამდეობას შეინარჩუნებს.
"სამწუხაროდ, გუნდმა ერთა ლიგაზე ვერ შეასრულა დასახული ამოცანა. ობიექტურად რომ ვთქვათ, ჩვენი ეროვნული ნაკრები ამჟამად იმ დივიზიონშია, რომელსაც იმსახურებს.
მიუხედავად ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლისა, ანდრეა მალდერას, მის სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს კვლავ აქვთ მნიშვნელოვანი მიზანი - ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების წინაშე კვლავ დგას ამოცანა, მოიპოვონ ევროპის ჩემპიონატის საგზური", - ციტირებს შევჩენკოს UAF-ის ოფიციალური გვერდი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…