პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კრიზისის ფონზე, ავტორი აღნიშნავს, რომ გუნდს სჭირდება არა მხოლოდ მწვრთნელების ან ფეხბურთელების ცვლილება, არამედ ფსიქოლოგიური და სათამაშო მიდგომების გაუმჯობესება. სტატიის მიხედვით, ერთა ლიგის პლეი-ოფი გადამწყვეტი იქნება გუნდისთვის მომავალი შესარჩევი ეტაპის წინ.

CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
სპორტალი

CHANGE(ცვლილება) - ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მოკლე და კონკრეტული საარჩევნო მესიჯი, რომელიც ყველამ თავისებურად მიიღო, გადათარგმნა და წარმატების ეფექტიც მოიტანა. ეს სიტყვა ტრიალებს ახლა ქართველების გონებაში - ფეხბურთელების, მწვრთნელის, გულშემატკივრების. შინაარსობრივად ყველა თავისებურად აღიქვამს ამ "ცვლილებას."

დიახ, უნდა შეიცვალოს, ასე გაგრძლება შეუძლებელია! - ამაში ყველა თანხმდება. არის ცვლილება გამოსავალი? - ვილი სანიოლის გაშვებას ეს ეფექტი არ მოუტანია, ფაქტია. შესაბამისად, კრიზისი გაცილებით ღრმაა. ფეხბურთელების ცვლილება? სანაკრებო ფეხბურთში ასე არ ხდება, ლეგენდარულ ფილმ "ფეოლაში" ახალ გუნდს რომ გაიყვანს სათამაშოდ. საუკეთესოები თუ სათანადოდ ვერ თამაშობენ, მათი ჩანაცვლება გამოსავალი ვერ იქნება, უფრო თავის მოტყუებაა. ისე, ხო, აქ მატჩის დროს ფეხბურთელების შეცვლა არ იგულისხმება. ჩვენი მწვრთნელები ამაში მართლაც ერთმანეთს ემსგავსებიან, ცვლილებებს (ისიც შინაარსობრივად არაფრისმომცემს) ბოლო წუთებამდე ვერ ბედავენ. ან კი რა აქვთ გაუბედავი?!

რა შეიცვალა ახალი მწვრთნელის პირობებში? საქართველოს ნაკრები მეტად ცდილობს, შეტევები წარმართოს, თამაში მეტოქის ნახევარზე მეტად აიტანა, თავისივე ნახევარზე უფრო აწუხებს ვიდრე მანამდე, მაგრამ ეს არც გოლის გასატანადაა საკმარისი და არც დიდი დროით და დოზით შეგვიძლია მისი გაკეთება; გვიჭირს პრესინგის დაძლევა, კუთხურებიდან კი თავს ხომ ცუდად ვიცავთ და იქეთ 11 ჩავაწოდეთ და ამით არაფერი შეგვიძენია. არც იმის ფუფუნება გვაქვს, ველოდოთ, ეს მცდელობები რეალურ ცვლილებებს როდის მოიტანს და ვერც ყოველდღე მწვრთნელის ცვლილებაზე ვიფიქრებთ, მითუმეტეს თუ მას რეალური ცვლილება არ მოაქვს(მოკლე დროში მაინც).

სამწუხაროდ, მხატვრული შედარებებისა და ლამაზად საუბრის ხასიათზე ნაკლებად ვართ, თორემ დავწერდით, ახლა თეატრალური ანტრაქტია, რის შემდეგაც სულ სხვა სპექტაკლი დაიწყება და ა.შ. საქმე ძალიან დიდ ჩავარდნასთან გვაქვს, საიანაც გამოსვლა ყველას ვალია და საკუთარი წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს!..

რა უნდა შეიცვალოს გაზაფხულისთვის? რეალობა ისაა, რომ ჩვენმა ლეგიონერებმა რა დონეზეც არ უნდა ითამაშონ, ეს სანაკრებო კლიმატზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. სიტუაცია ადგილზეა შესაცვლელი - ფსიქოლოგია, ურთიერთგაგება, საკუთარი თავის რწმენის გაძლიერება, კონკრეტული კომბინაციების დამუშავება... ერთა ლიგის პლეი-ოფი შესარჩევი ეტაპის წინ მაქსიმალურად გამოსაყენებელია. ეს სამომავლო იმედის გასაღვივებლად გადამწყვეტი იქნება. წარმოიდგინეთ, შესაძლო მეტოქეებიდან რომელიმესთან რომ... არადა, არც ამათი უარესი დათრგუნვა და წნეხის გაძლიერება გვსურს!..

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
ნუთუ მეტი არ შეგვიძლია?! - რას უნდა დააღწიოს თავი საქართველოს ნაკრებმა...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები