პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები გამარჯვების მოპოვებას იმსახურებენ. მალდერას თქმით, გუნდი ტრავმირებული მოთამაშეების მიუხედავად რთული შეხვედრისთვის ემზადება.

უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
სპორტალი

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ ისაუბრა:

“გადამაყენებენ თუ არა? ამაზე შევჩენკოსთან არ მისაუბრია. ეს კითხვა მე კი არა, ვინმე სხვას უნდა დაუსვათ. მხოლოდ მატჩზე ვფიქრობ და მორჩა. სწორედ ესაა ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი.

ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ ზუბკოვი და ციგანკოვი არ გვეყოლება, ხოლო მეტოქეს კვარაცხელია. ვინც მყავს, მათი იმედი მაქვს. ერთის არყოფნა მეორესთვის შანსი შეიძლება იყოს. საქართველო ძალიან კარგი გუნდია და რთულ თამაშს ველოდები. ლაპარაკის დრო არ არის, მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვნახოთ, რა მოხდება.

რა თქმა უნდა, შედეგებით იმედგაცრუებულები ვართ. ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას შევეცდებით. ბიჭები ყველაფერს განიცდიან, პასუხისმგებლობას გრძნობენ, გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ, ამას ვგრძნობ, შეგიძლიათ ჩემზე გაბრაზდეთ, მაგრამ არა მათზე. ამ მოგებას იმსახურებენ. სიტუაციის რაც შეიძლება მალე შეცვლის იმედი მაქვს“.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები