მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არტიომ მილევსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნაკრები საქართველოს ვერ დაამარცხებს და მატჩის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულებას ვარაუდობს. მილევსკის თქმით, უკრაინის ნაკრების ამჟამინდელი სათამაშო დონე ანდორას დონეს უტოლდება.

ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა არტიომ მილევსკიმ Sport.ua-სთან საუბარში ვარაუდი გამოთქვა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები საქართველოს ვერ დაამარცხებს.
41 წლის ყოფილ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "ლურჯ-ყვითლების" ამჟამინდელი დონე ევროპულ ჯუჯა ნაკრებებს უტოლდება, რომლებიც არასდროს არაფრისკენ ისწრაფვიან.
მისი თქმით, განსაკუთრებით იმედგაცრუებას იწვევს ანდრეა მალდერას გუნდის თამაში შეტევაში. მათ ხუთ მატჩში მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლეს, ამიტომ საქართველოსთან შეხვედრისგანაც არაფერ კარგს არ ელის.
"შეტევაში ისევ პრობლემები გვაქვს. 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ. არც კი ვიცი ეს ვისი დონეა?! - ანდორასი?! ამბობდნენ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაგვეკავებინა, ახლა კი საქართველოსთან შეხვედრაში ვეცდებით, სულ მცირე, გავარდნას მაინც გადავურჩეთ.
ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ჩვენი მეტოქე უფრო ცუდ დღეშია. მათ კვარაცხელიაც არ ჰყავთ და ამჟამად გოლიც კი არ აქვთ გატანილი. უამრავი თავდამსხმელი გვყავს, მაგრამ ბურთს მათ არავინ აწვდის. საერთოდ, ესმის ვინმეს, რას აკეთებს მალდერა?! - ამდენი ექსპერიმენტის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის უცებ რისკზე წავიდეს. ამჯერად 0:0-სა და ფრეს ვვარაუდობ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…