პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა

იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ რონალდინიოს კარიერის განახლება და „რავენას“ რიგებში თამაში გააკრიტიკა. კასანოს თქმით, 46 წლის ბრაზილიელის გადაწყვეტილება ფარსია და მისთვის მიუღებელია.

"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
სპორტალი

წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კარიერის გაგრძელების გამო გააკრიტიკა.

შეხსენებისთვის, 46 წლის ასაკში ბრაზილიელმა იტალიის სერია C-ს ბინადარ "რავენას" რიგებში იასპარეზა.

"დასაწყისშივე ვიტყვი, რომ რონალდინიოს, როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელს, ძალიან ვაფასებ. მესისთან, მარადონასთან, რონალდოსა და პელესთან ერთად ტოპ 5 ფეხბურთელში შემყავს.

მას არაჩვეულებრივი კარიერა ჰქონდა, ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მან შექმნა რაღაც უნიკალური. მისი ნიჭი შეუდარებელია. თუმცა, ეს უნდა გავმიჯნო იმისგან, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, რადგან ეს სრულიად განსხვავებული რაღაცებია.

მე დიდ პატივს ვცემ გარკვეულ ადამიანებს და რონალდინიოს წინაშეც ქედს ვიხრი, მაგრამ ის, რაც მან ცოტა ხნის წინ გააკეთა, ჩემთვის მიუღებელი და ამაზრზენი იყო. 46 წლის ასაკში, როცა ასეთ კარგ ფორმაშია, რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? - არ მესმის...

იქნებ ეს ჩიპრიანისთან ("რავენას" პრეზიდენტი) არსებული კავშირის გამო გააკეთა, რომელთანაც მეგობრობს? თუ იმიტომ, რომ ამაში დიდი თანხა გადაუხადეს? არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ფარსია", - ციტირებს კასანოს GOAL.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები