პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე კორეის ელჩ ჰიონდუ კიმს შეხვდა და კორეაში დაგეგმილი ვიზიტის, მემორანდუმის გაფორმებისა და ინოვაციური საკლასო ოთახის პროექტის შესახებ იმსჯელა.

გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა
იმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონდუ კიმთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ ელჩს კორეაში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებში მინისტრი კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიწვევით ხელოვნური ინტელექტის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო ოთახის პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები