პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა, სადაც საქართველოში ჩინური ენის სწავლების განვითარება და პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა განიხილეს.

გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ იუ იუნფენგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ჩინური ენის სწავლების განვითარების ხელშეწყობას, ჩინური ენის მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების გაფართოებასა და მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავებას. საუბარი ასევე შეეხო სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

მხარეებმა იმსჯელეს ენის სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე, რაც მსურველებს ჩინური ენის დისტანციურად, ინტერაქციულ გარემოში შესწავლაში დაეხმარება.

იუ იუნფენგმა გივი მიქანაძეს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ საქართველო ცენტრის გამორჩეული და მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას და ინტენსიურ მუშაობას ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს იუ იუნფენგს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები