გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ჩინელ კოლეგასთან შეთანხმებას მოაწერს ხელს და ჩინური ენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან.
მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე პეკინში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებთან ერთად, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
მინისტრი ლანჟოუს უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას შეხვდება.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…