პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რუსულ-აფხაზურ წვრთნებში პირველად რუსეთის გენშტაბიც მონაწილეობდა” – გუნბა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში პირველად რუსეთის გენერალური შტაბიც მონაწილეობდა. მისი თქმით, წვრთნებმა ჯარების მაღალი მობილურობა აჩვენა.

“რუსულ-აფხაზურ წვრთნებში პირველად რუსეთის გენშტაბიც მონაწილეობდა” – გუნბა
ნეტგაზეთი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ერთობლივმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა წვრთნებმა, რომელიც 12-16 ოქტომბერს გაიმართ, ჯარების მაღალი მობილურობა აჩვენა”.

„ჩვენს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებული, მაღალი დონეა ჩამოყალიბებული. სწორედ ამ წვრთნებმა აჩვენა აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფებისა და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ნაწილების მაღალი მობილურობა“, – განაცხადა გუნბამ.

მისი თქმით, სამხედრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.

გუნბას განცხადებით, 2008 წელს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი უწყებათაშორისი დოკუმენტი სწორედ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება იყო. მისივე თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოებას დღეს რუსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალები ერთობლივად უზრუნველყოფენ.

დე ფაქტო პრეზიდენტმა პრიორიტეტულ მიმართულებად აფხაზეთისა და რუსეთის საზღვრების უსაფრთხოება დაასახელა.

„პირველად ამ წლების განმავლობაში წვრთნებში რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. თუ ადრე ეს წვრთნები აქ განლაგებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების მონაწილეობით შემოიფარგლებოდა, ახლა თანამშრომლობის დონე გაცილებით მაღალია. თუმცა ამას დრო და გარკვეული პირობები სჭირდება“, – განაცხადა გუნბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში და რუსეთის საზღვრებთან მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად „ყველაფერს გააკეთებენ“.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აფხაზეთში რუსეთის მონაწილეობით საბრძოლო მზადყოფნის წვრთნები ტარდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები