სოხუმი: ვმუშაობთ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთში ჯარში არ გაიწვიონ
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსეთის მხარესთან სამხედრო აღრიცხვის საკითხზე მუშაობის გაგრძელება დაავალა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის განცხადებით, მიზანია, რომ აფხაზეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, თავი აარიდონ რუსეთის სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვაზე დაყენებას და სამხედრო ვალდებულება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეასრულონ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსეთის მხარესთან სამხედრო აღრიცხვის საკითხზე მუშაობის გაგრძელება დაავალა.
ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა გუნბასთან გამართულ თათბირზე, სადაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებები განიხილეს.
ბარციცის თქმით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ კონტროლზე აქვს აფხაზეთის მოქალაქე სტუდენტების სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების საკითხი, რომლებსაც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ.
მისი განცხადებით, გუნბას დავალებით, აფხაზური მხარე რუსეთის შესაბამის უწყებებთან მუშაობს იმისთვის, რომ ასეთი სტუდენტები რუსეთის სამხედრო კომისარიატებში სამხედრო აღრიცხვაზე არ დააყენონ.
აფხაზური მხარის პოზიციით, სტუდენტები სამხედრო ვალდებულებას უნდა ასრულებდნენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის – აფხაზეთის მიხედვით.
ბარციცის განცხადებით, საკითხზე მუშაობა რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით გრძელდება.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.