ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრულ და მოკავშირეობრივ ურთიერთობებს.

პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა
პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცაფორმულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ე.წ. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.

მისალოც ტელეგრამაში პუტინმა განაცხადა, რომ ეს დღე აფხაზი ხალხის „სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა“.

„ეს ღირსშესანიშნავი დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც დაიცვა თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები „მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“ და გამოთქვა იმედი, რომ ისინი მომავალშიც გაძლიერდება.

პუტინის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერას „სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების“ გადაწყვეტაში.

მისალოც წერილში რუსეთის პრეზიდენტმა ბადრა გუნბას ჯანმრთელობა და წარმატებები, აფხაზეთის მოსახლეობას კი ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.

ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის სააგენტო „Апсныпресс“-მა გაავრცელა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ღირსშესანიშნავი დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც დაიცვა თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა“
ვლადიმერ პუტინი
„მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“
ვლადიმერ პუტინი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.