პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ბრიუსელის გაგებით, კეთილსინდისიერება – ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ბრიუსელის გაგებით, კეთილსინდისიერება სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმია“, ხოლო მოლდოვაში ვეტინგს ყოფილი გენპროკურორის მოადგილე ნონა წოწორია ატარებს.

შალვა პაპუაშვილი: “ბრიუსელის გაგებით, კეთილსინდისიერება – ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი”
POSTV

“ბრიუსელის გაგებით, კეთილსინდისიერება – ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე. როდესაც მიდიოდა ქონებების ჩამორთმევა, ტელევიზიებისა და მედიების შეზღუდვა, ძალადობის ნორმალიზება, აი მაშინ, ის იყო გენპროკურორის მოადგილე. ეს ადამიანი, ნონა წოწორია დღეს მოლდოვაში წყვეტს, ვინ გახდეს მოლდოვაში მოსამართლე და ვინ გახდეს პრეზიდენტი.

ასეთი წარსულისა და რეპუტაციის ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო.

რაც შეეხება უკრაინას, იქ პირდაპირ ადეიშვილი ჰყავთ გენპროკურორის მოადგილედ თუ ეგეთ თანამდებობებზე, რომელიც თვითონ იყო ჩართული სასამართლო სისტემაში ხალხის გაშვება-დანიშვნით.

როდესაც ვსაუბრობთ ბრიუსელის ღირებულებებზე, მათი ღირებულება არის ზურა ადეიშვილის, ნონა წოწორიასა და მიხეილ სააკაშვილის ღირებულება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: მონტენეგროში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის კეთილსინდისიერების სავალდებულო შემოწმების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტიკური და სამართლებრივი დებატები მოჰყვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ვეტინგის არსი თავისუფლების და დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, უცხოელს „გადამწყვეტი ხმა“ უნდა ჰქონდეს, ეს სიტყვა-სიტყვით წერია საქართველოს მიმართ ბრიუსელის მოთხოვნაში
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მონტენგეროს კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნებში გამარჯვებული გუნდის კეთილსინდისიერება უცხოელებმა უნდა გადაამოწმონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები