პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა

თბილისის მერია

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა და ქალაქების დამეგობრების შესაძლებლობა განიხილა.

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა
პირველი არხი

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან კორტნი ოსტრიანთან შეხვედრა გამართა.

გიორგი ცინცაძემ სტუმარს ბათუმის, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ქალაქის, განვითარების მიმართულებები გააცნო.

საუბარი შეეხო ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესგარემოს, ინვესტიციებისა და შრომის ბაზრის მიმართულებებს, ასევე, მერიის სამომავლო გეგმებს.

კორტნი ოსტრიანმა აღნიშნა ბათუმისა და აჭარის რეგიონის მნიშვნელობა საერთაშორისო სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით.

ბათუმის მერის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ასპარეზზე ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბათუმი მზად არის, განაგრძოს მჭიდრო პარტნიორობა ამერიკულ მხარესთან.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმისა და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქების დამეგობრების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს კომუნიკაცია ქალაქებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები