კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით, ბრიუსელის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, სწორედ ესაა ევროკავშირის წაყვანა საბჭოთა კავშირისკენ - შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მხრიდან მონტენეგროს კონსტიტუციაში მოთხოვნილ ცვლილებაზე
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მონტენეგროს მთავრობის წევრთა ვეტინგის მოთხოვნით ბრიუსელი დემოკრატიულ არჩევანზე გავლენას ცდილობს, რაც ევროკავშირის საბჭოთა კავშირისკენ წაყვანაა.
ბრიუსელი მონტენეგროში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვეტინგს ითხოვს. ინიციატივის მიხედვით, მათ თანამდებობის დაკავებამდე კეთილსინდისიერების წინასწარი შემოწმება უნდა გაიარონ.
საკითხზე შეფასებები თბილისშიც კეთდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიჰყავთ ევროკავშირი საბჭოთა კავშირისკენ.
"აბსურდია... მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, ეს რასთან არის დაკავშირებული. ვეტინგი, მე მგონი, ყველამ უკვე გაიგო - გადამოწმება რაღაც ცალკე ჯგუფის მიერ. აქამდე თუ საუბრობდნენ პროკურორებზე და მოსამართლეებზე, ახლა ვხედავთ, რომ მონტენეგროში საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც ხალხმა მისცა ხმა, მათ შორის, მის ლიდერს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხდება, ამის შემდეგ, ვიღაცა ჯგუფმა, სავარაუდოდ, ეს იქნება უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, მათ უნდა გადაამოწმონ კეთილსინდისიერება ადამიანის და თქვან, ის კეთილსინდისიერია თუ არა, მათი გაგებით. ფაქტობრივად, დემოკრატიულ არჩევანზე უნდა მოახდინონ გარე ძალებმა გავლენა - აი, ამას ეხება ეს ყველაფერი.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს. ჩვენ ხანდახან გვეუბნებიან, როდის მოითხოვეს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება? რა თქმა უნდა, მოითხოვენ, ყველაფერს მოითხოვენ, რაც მოთხოვნილი აქვთ სხვაგან, მოითხოვენ ჩვენგან. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად არასწორი ხედვა აქვს ბრიუსელს ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ევროკავშირის წაყვანა საბჭოთა კავშირისკენ. სხვა რამეს კი არ აკეთებდა საბჭოთა მოსკოვი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მონტენგეროს კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნებში გამარჯვებული გუნდის კეთილსინდისიერება უცხოელებმა უნდა გადაამოწმონ
შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…