პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - პროკურატურის მტკიცებულება ყალბი და მოგონილია, „მოლოტოვის კოქტეილს“ ვერ „ჩადებენ“ - როგორ გაიგეს, პარტიის ოფისიდან ამოღებული ბენზინი „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად იყო თუ მანქანის? ქიმიური ანალიზით დადგინდა?

საქართველოს პროკურატურაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამიას მტკიცებით, პროკურატურის მტკიცებულება ყალბია და პარტიის ოფისში „მოლოტოვის კოქტეილის“ ჩადებას ცდილობენ, რათა პარტიის გასაუქმებლად საფუძველი შეიქმნას.

ნიკა გვარამია - პროკურატურის მტკიცებულება ყალბი და მოგონილია, „მოლოტოვის კოქტეილს“ ვერ „ჩადებენ“ - როგორ გაიგეს, პარტიის ოფისიდან ამოღებული ბენზინი „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად იყო თუ მანქანის? ქიმიური ანალიზით დადგინდა?
ინტერპრესნიუსი

პროკურატურის განცხადების ხელწერაში პირდაპირ იკითხება, რომ მტკიცებულება ყალბი და მოგონილია. “მოლოტოვის კოქტეილს” ვერ „ჩადებენ“ და თუ მცდელობები კიდევ იქნება, ეს “ქართული ოცნების” პოზიციას კიდევ უფრო დაამძიმებს , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ კოალიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის ორკესტრირებული ქმედება, რათა პარტიის გასაუქმებლად საფუძველი შეიქმნას.

“პროკურატურის განცხადების ხელწერაში პირდაპირ იკითხება, რომ მტკიცებულება ყალბი და მოგონილია. სასაცილო ისტორიაა პირდაპირ, თუ ვინმე ბენზინს იმის მიხედვით განასხვავებს მანქანაში ჩასასხმელია თუ “მოლოტოვის კოქტეილის” დასამზადებელი? [პროკურატურის] ტექსტი რომ წაიკითხოთ: “ამოვიღეთ ბენზინი, რომელიც “მოლოტოვის კოქტეილის” დასამზადებლად იყო“. როგორ გაიგეს, ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ ეს “მოლოტოვის კოქტეილის” ბენზინია და არა მანქანის? მოკლედ, ძალიან მარტივია, აბსოლუტურად სწორად ითქვა, ეს არის ორკესტრირებული ქმედება იმისთვის, რომ პარტიის გასაუქმებლად ვითომ საფუძველი შეიქმნას. ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც გამოეკიდნენ არის “მოლოტოვის კოქტეილი”, რომლის ჩადებაც უნდოდათ. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ “მოლოტოვის კოქტეილს” ვერ „ჩადებენ“ და თუ მცდელობები კიდევ იქნება, ეს “ქართული ოცნების” პოზიციას კიდევ უფრო დაამძიმებს. გასაგებია, რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ მათსავე სიტყვებს სტრასბურგის სასამართლოში გამოვიყენებ. ორკესტრირებული ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია, სიყალბის შექმნასა და დემოკრატიის განადგურებაში, ძალიან ძვირად დაუჯდებათ. თუ ვინმე აკეთებს ამგვარ ქმედებას, კონსტიტუციური წყობილების დასამხობად, ყველა ნაბიჯს დგამს. ფორმალურად თუ მივუდგებით კონსტიტუციას, თუკი ვინმეა გასაუქმებელი, ეს არის “ქართული ოცნება”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, "დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში „დროას“ ოფისის ჩხრეკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამოიღეს: პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათებიც. ლემონჯავას განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ არც „დროას“, არც სხვა პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ.

ამასთან დაკავშირებით 17 ნოემბერს პროკურატურაში განმარტეს, რომ „2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო “მოლოტოვის კოქტეილის “ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური„კოალიცია ცვლილებისთვის“ პროკურატურას "ყალბი მტკიცებულებების შექმნაში" ადანაშაულებს - საგანგებო განცხადება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიგა ლემონჯავა - დროში ემთხვევა, რომ რუსეთი „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად აცხადებს და მყისიერად საქართველოს პროკურატურა ყალბი მტკიცებულებების შექმნას იწყებს - ამოღებულ ბენზინზე კი განვმარტავ, რომ ხმის აპარატურის გენერატორისთვისაა განკუთვნილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურატურა - 2024 წლის 4 დეკემბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის” დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები