„კოალიცია ცვლილებისთვის“ პროკურატურას "ყალბი მტკიცებულებების შექმნაში" ადანაშაულებს - საგანგებო განცხადება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პროკურატურას პარტიების აკრძალვის პროცესში მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. გიგა ლემონჯავას განცხადებით, „დროას“ ოფისიდან ამოღებული საწვავი „მოლოტოვის კოქტეილისთვის“ კი არა, ხმის აპარატურის გენერატორებისთვის იყო განკუთვნილი.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს - გიგა ლემონჯავამ და ნიკა მელიამ „დროას“ ოფისიდან ამოღებულ საწვავზე განმარტება საკონსტიტიციო სასამართლოს წინ, პარტიების აკრძალვის სხდომის დაწყებამდე გააკეთეს.
ლემონჯავამ განცხადება პარტია „დროას“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიასთვის დაბადების დღის მილოცვით დაიწყო და მას, სხვა პატიმრებთან ერთად, ჯანმრთელობა და თავისუფლება უსურვა.
მისი თქმით, პროკურატურამ მათ გუნდს ერთგვარი „საჩუქარი“ გაუკეთა, როდესაც 22:30 საათზე გაავრცელა ინფორმაცია 2024 წლის 4 დეკემბერს „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისების ჩხრეკისას ამოღებული ნივთების შესახებ.
უწყების მტკიცებით, ოფისებიდან ამოღებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა.
კოალიციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ოფისიდან ამოღებული საწვავი რეალურად გენერატორებისთვის იყო განკუთვნილი, რაც ჩხრეკა-ამოღების ოქმშიც არის დაფიქსირებული.
დღეს არის ელენე ხოშტარიას დაბადების დღე და მინდა, მას მივულოცო დაბადების დღე - მინდა ჯანმრთელობა და თავისუფლება ვუსურვო ელენეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს.
გუშინ პროკურატურამ ელენეს, პარტია "დროას" და მთლიანად კოალიციას გაუკეთა "საჩუქარი", როცა გუშინ საღამოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მინდა წაგიკითხოთ:
"2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული "გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო მოლოტოვის კოქტეილის დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა".
მინდა გითხრათ მიზეზი, რატომ აკეთებს ამას საქართველოს პროკურატურა? - მას მერე რაც მოსამართლეთა შეკითხვების შემდეგ, ახსნა-განმარტების ეტაპის შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" პარტიასთან დაკავშირებით ვერ მოიფიქრა ვერც სასამართლომ, ვერც პროკურატურამ, ვერც მოსარჩელე მხარემ გადაწყვიტეს, რომ გზადაგზა პროცესის მიმდინარეობისას დაიწყონ ორკესტრირებულად თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ჩართულობით ყალბი მტკიცებულებების შექმნა.
ეს არის გაუგონარი ამბავი მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" დასჭირდა ყალბი მტკიცებულება წარსადგენად სასამართლოში პროკურატურა ადგა და დაკავდა საღამოს 22:30-საათზე ზე ამ ტიპის ყალბი მტკიცებულების შექმნით. ასევე მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განმარტება ამ ამოღებულ ბენზინთან დაკავშირებით - სხვა ბევრ ნივთთან ერთად "დროას" ოფისიდან ამოიღეს გახმოვანების საშუალებები დინამიკები გენერატორები და საწვავი რომელიც ამ გენერატორებისთვის იყო საჭირო. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩხრეკა ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული. ანუ ეს ბენზინი, რომელზეც ეხლა საუბრობს პროკურატურა, რომლითაც ცდილობს, რომ ყალბი მტკიცებულება შექმნას ჩვენს წინააღმდეგ, არის სინამდვილეში ხმის აპარატურისთვის, რომელსაც სჭირდება გენერატორი და გენერატორს სჭირდება საწვავი - ბენზინი.
სახელმწიფო აყალბებს მტკიცებულებებს ქმნის ერთი მხრივ პროპაგანდისტულ ხაზს ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ პარტია "დროას" არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. რუსეთის გენპროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო პარტია "დროას" აცხადებს არასასურველ ორგანიზაციად და მყისიერად მაშინვე საქართველოს პროკურატურა იწყებს ყალბი მტკიცებულებების შექმნას.
არავითარი ყალბი მტკიცებულება არ უშველის იმას რომ "ქართულ ოცნებას" აქვს გადაწყვეტილი დემოკრატიის მკვლელობა, ამ ქვეყანაში ევროპული მომავლის დასრულება და დარტყმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და კიდევ ერთი ცხადია, რისი ეშინია ქართულ ოცნებას და ივანიშვილის რეჟიმს, ეს არის მშვიდობიანი გულწრფელი პროტესტი ამიტომ ყველას მოგიწოდებთ მეგობრებო 28 ნოემბერს საღამოს 19:00 საათზე ვიკრიბებით თსუსთან ეს დღე არის მნიშვნელოვანი ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და გავაგრძელოთ მშვიდი პრინციპული წინააღმდეგობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ რაც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება" - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურის ხელწერა ადასტურებს, რომ სახეზეა "ყალბი, მოგონილი მტკიცებულება".
როგორ გაიგეს ქიმიური ანალიზით დგინდება რომ ეს მოლოტოვის ბენზინია და ის მანქანაში ჩასასხმელად იყო საჭირო? მოკლედ, ძალიან მარტივია, აბსოლუტურად სწორად ითქვა - ეს არის ორკესტრირებული ქმედება იმისთვის, რომ შეიქმნას "ვითომ საფუძველი" პარტიის გასაუქმებლად.
ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც გამოეკიდნენ ახლა, ეს არის "მოლოტოვის კოქტეილი", რომლის ჩადება უნდოდათ. პირდაპირ ვამბობ, რომ ვერ ჩადებენ ამ "მოლოტოვის კოქტეილს". და თუ კიდევ იქნება მცდელობები, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს "ქართული ოცნების" პოზიციას.
საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგებია რაც ხდება, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის გამოვიყენებ მათსავე სიტყვებს - სტრასბურგისავე სიტყვებს რომელსაც წერს ხოლმე ასეთ შემთხვევაში: "ორკესტრირებული ქმედება სახელმწიფოს მხრიდან ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია სიყალბის შექმნაში" ჩართულია დემოკრატიის განადგურებაში და ეს დაუჯდებათ ძალიან ძვირად"- თქვა გვარამიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…