პროკურატურა - 2024 წლის 4 დეკემბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის” დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა
პროკურატურის განცხადებით, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკისას „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი ბენზინი ამოიღეს, რასაც პარტიის ლიდერი გიგა ლემონჯავა უარყოფს.

პროკურატურა განმარტავს, რა ამოიღეს 2024 წლის 4 დეკემბერს „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისიდან.
„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე, რა იყო ამოღებული 2024 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისში ჩხრეკის შედეგად, პროკურატურაში აცხადებენ:
„2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო “მოლოტოვის კოქტეილის “ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, "დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში „დროას“ ოფისის ჩხრეკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამოიღეს: პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათებიც.
ლემონჯავას განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ არც „დროას“, არც სხვა პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…