პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კეთილსინდისიერების შემოწმება სახელმწიფოს კორუფციისგან დაცვის ნაცვლად პოლიტიკური დისკრედიტაციის "ბილეთად" შეიძლება იქცეს - მონტენეგროს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

ბრიუსელი მონტენეგროში პრემიერისა და მთავრობის წევრების ვეტინგს ითხოვს, რასაც მონტენეგროს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მილორად გოგიჩი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შემოწმება შესაძლოა პოლიტიკური დისკრედიტაციის იარაღად იქცეს.

ბრიუსელი მონტენეგროში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვეტინგს ითხოვს. ინიციატივის მიხედვით მათ თანამდებობის დაკავებამდე კეთილსინდისიერების წინასწარი შემოწმება უნდა გაიარონ.

ბრიუსელის ინიციატივას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში მწვავე რეაქციები და კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკოსები, ექსპერტები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვეტინგის ინიციატივის კონსტიტუციაში შეტანა არასწორია და ის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის რისკებს შეიცავს. მათ შორის შესაძლოა არასასურველი პოლიტიკური ფიგურების ჩამოშორებისა და დისკრედიტაციის იარაღად იქცეს.

"კეთილსინდისიერების შემოწმება სახელმწიფოს კორუფციისგან დაცვის ნაცვლად პოლიტიკური დისკრედიტაციის "ბილეთად" შეიძლება იქცეს. აქ ჩნდება მთავარი კონსტიტუციურ-სამართლებრივი დილემა: რა კავშირია კეთილსინდისიერების შემოწმებასა და დემოკრატიულ ლეგიტიმაციას შორის?

ღიად უნდა დაისვას კითხვა: ხომ არ შემოაქვს სავალდებულო წინასწარ შემოწმებას ახალი ინსტიტუციური "ფილტრი" მოქალაქეთა საარჩევნო ნებასა და მთავრობის ფორმირებას შორის? საქმე ეხება ზღვარს ხელისუფლების კონტროლსა და ხელისუფლების დემოკრატიული არჩევანის კონტროლს შორის. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ბუნდოვანი ცნების - "კეთილსინდისიერების" - საფუძველზე მიეცემა უფლება, განსაზღვროს, ვინ არის პოლიტიკურად მისაღები, ან, როგორც კონსტიტუციური ჩანაწერი ცდილობს ამის შეფუთვას, მაშინ საქმე პოლიტიკურ სუბიექტთა შერჩევის შესაძლო მექანიზმთან გვექნება", - განაცხადა მონტენეგროს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მილორად გოგიჩმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მონტენეგროს კონსტიტუციაში შემოთავაზებული ერთ-ერთი შესწორება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვეტინგს ითვალისწინებს - დაგეგმილ ცვლილებებს ქვეყანაში მძაფრი კრიტიკა მოჰყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები