,, იობს ან თავად პატრიარქს რამდენიმე წლის წინ რომ ამოეღოთ ხმა, რამდენი უბედურება არ მოხდებოდა“ – გელასი აროშვილი
მამა გელასი აროშვილის განცხადებით, პატრიარქს ან სხვა იერარქებს წლების წინ ხმა რომ ამოეღოთ, ქვეყანა სისხლსა და ტკივილს აიცილებდა, მთავრობა კი კანონების მიღებასა და ხალხის დაპატიმრებას ვერ გაბედავდა.

მამა გელასი აროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მაშ რა გამოდის? იობს, ან სხვა რომელიმე მეინსტრიმულ იერარქს ან თავად პატრიარქს, მითუმეტეს აწგარდაცვლილს, ბევრად უფრო ავტორიტეტულს მთავრობის თვალში, რამდენიმე წლის წინ რომ ამოეღოთ ხმა, რამდენი უბედურება არ მოხდებოდა, რამდენ სისხლს და ტკივილს აიცილებდა ქვეყანა. რამდენ რამეს ვერ გაბედავდა მთავრობა, რამდენ დრაკონულ კანონს ვერ მიიღებდა, რამდენი ადამიანი გადარჩებოდა ციხეში გამომწყვდევას, რამდენი ოჯახი მწუხარებას და ტანჯვას. ის ძველი სიმღერა მახსენდება დიპლიპიტოზე – ”კნეინებიც შაეხვეწენ ხმა ამაიღეო, ამაიღეოო…”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…