პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო

ნატოთავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ კევინ ჰამილტონს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა უეს სტრიტინგმა გახსნა.

სხდომის მონაწილეებს ვირტუალურ ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი. შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობების მიმართულებით, კევინ ჰამილტონს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებული პრაქტიკული მექანიზმების განხორციელების პროცესსა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკ რუტე - უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს, ეს კი ლოჯისტიკურ კვანძებზე დარტყმას ნიშნავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები