პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"გაუმჭვირვალობის თემა საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოში - ყველა თვალყურს ადევნებს, რამდენად მკაცრ კანონებს იღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ შემოიჭრას ცალკეულ ქვეყანაში დაუსაბუთებელი თანხა" - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტი

გიორგი ვოლსკის განცხადებით, გაუმჭვირვალობის თემა მსოფლიოში აქტუალურია და ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი აჩვენებს, რომ ევროკავშირში უნდობლობის სერიოზული ბზარი გაჩნდა.

ევროპარლამენტის მორიგი ანგარიშის პროექტს, რომელიც არასამთავრობოების ლობისტური საქმიანობისთვის ევროკავშირის გრანტების გამოყენების აკრძალვას ითხოვს, თბილისში აფასებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გაუმჭვირვალობის საკითხი დღეს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია და სხვადასხვა ქვეყანა მკაცრ კანონებს იღებს, რათა სახელმწიფოში დაუსაბუთებელი თანხა და ე.წ. შავი ფული არ შევიდეს.

"საერთოდ, გაუმჭვირვალობის თემა არის საკმაოდ აქტუალური მსოფლიოში, ზოგადად. ყველა თვალყურს ადევნებს, რამდენად მკაცრ კანონებს იღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ შემოიჭრას ცალკეულ ქვეყანაში დაუსაბუთებელი თანხა, შავი ფული. მაგალითით შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რას წარმოადგენს გაუმჭვირვალობა ამ შემთხვევაში.

ასე რომ, თუკი ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაფიქრდნენ სერიოზულად, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდობლობის ძალიან სერიოზული ბზარი გაჩნდა, არა მარტო ამ საკითხთან მიმართებაში. ასე რომ, მივესალმებით, თუკი პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მაგალითს, თუ როგორ გვეპყრობოდნენ და როგორ გვეპყრობიან", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"სინამდვილეში, დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. როდესაც ამას ვამბობდით, გვეწინააღმდეგებოდა და გვიპირისპირდებოდა მთელი ევრობიუროკრატია" - რატი იონათამიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები