სპორტი · 17 ნოემბერი, 23:55
სლოვაკეთში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დაიწყო
სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი დაიწყო, სადაც ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა და უკრაინა დაწინაურდა.

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დაიწყო. ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა და უკრაინის ნაკრები დაწინაურდა.
საქართველო-უკრაინის შეხვედრა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩია.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ყვითელი ბარათების გამო უკრაინასთან მატჩს გიორგი წიტაიშვილი გამოტოვებს.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…