სპორტი · 14 ნოემბერი, 23:06
ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაზე, საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 0:2 დამარცხდა
ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უნგრეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩი საქართველო-უნგრეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა, უნგრეთის გამარჯვებით, ანგარიში 0:2 დასრულდა.
თამაშის 73-ე წუთზე უნგრელების ანგარიშზე 1 გოლი ლაშა დვალის ავტოგოლით ჩაიწერა, საბოლოო ანგარიში კი, 85-ე წუთზე ვარგას მიერ გატანილი გოლით დაფიქსირდა.
ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გამართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…