პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ეს თქვენ არ შეგეხოთ?! არ გაწუხებთ?! კი, გაწუხებთ, გტკივათ და ამიტომაც ჩაქრა „ის რაღაც“, რაც ერს და თქვენ ერთად გვაძლიერებდა!“ – ლევან ხაბეიშვილი ეროვნულ ნაკრებს

ციხიდან გავრცელებულ ღია წერილში ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება და ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი პოლიტიკა ეროვნულ ნაკრებზეც აისახა. მისი თქმით, ფეხბურთელები მიმდინარე მოვლენებს გვერდს ვერ აუვლიან და ხალხის მხარდაჭერა მათი ვალია.

„ეს თქვენ არ შეგეხოთ?! არ გაწუხებთ?! კი, გაწუხებთ, გტკივათ და ამიტომაც ჩაქრა „ის რაღაც“, რაც ერს და თქვენ ერთად გვაძლიერებდა!“ – ლევან ხაბეიშვილი ეროვნულ ნაკრებს
ალია

ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

„ღია წერილი საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს

გოლი ვეღარ გაგვიტანია, თამაშის მოგებას აღარავინ ჩივის, კარის ჩარჩოში ვეღარ დავარტყით. 10 ტაიმი ვითამაშეთ და კარში მაქსიმუმ 3-ჯერ მოვახვედრეთ.

გულშემატკივარს აღარ გაუღიმია კარგა ხანია, ჩვენი საამაყო ბიჭების თამაშზე. სტადიონზე ხალხი აღარ მიდის, აღარც ძველებური ჟინი, სიხარული და სილაღეა გულშემატკივრებში. ის ნაპერწკალი გაქრა სრულიად ერის თვალში, რომ ელავდა!

განა წაგების გამოა, ან უგოლობის გამო – არა! ეს ის ხალხია, ვინც სიმღერა დაწერა – „და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ!“

აქ საქმე ჩვენს ქვეყანაში არსებულ აყროლებულ, დამპალ რეალობაშია! სიძულვილზე, ძალადობაზე, ჩაგვრაზე დაამყნო ივანიშვილმა ძალაუფლება.

2024 წელს, სანამ ხალხს დალეწავდნენ, სკალპებს ააძრობდნენ, სახის ძვლებს ჩაუმსხვრევდნენ, აწამებდნენ და ამ სისხლით გამძღარი ჩინოვნიკები ამას „გააპრავებდნენ“, იყო ლამაზი ზღაპარი, ეროვნული ნაკრები, აღმაფრენა, ერთად ყოფნა, გამარჯვება, სიყვარული… ჰოდა, აი ამ სიყვარულში და ერთობაში შუაში ჩადგა ავაზაკი, მზაკვარი და კაცთმოძულე ივანიშვილი.

ამის შემდეგ აღარ გაგვიხარია!

ღიმილის ბიჭები, 19-20-21 წლის ახალგაზრდები, ლაღები, გემრიელები, ჯიშიანები – ჯერ დაარბია, დალეწა და მერე დილეგში ჩაყარა, ვირთხებისა და სიბინძურის საჯიჯგნად!

თქვენი გულშემატკივრები, ნამდვილი ჯიგრიანები, ხალასები, კეთილები – დაატყვევა! სამაგიეროდ, თავისი შვილები მოჰყავთ თქვენს თამაშებზე და VIP ლოჟიდან გიყურებენ, როგორც მათ, პირად საკუთრებას, სათამაშოს, გასართობს… ყინჩად იყურებიან, გასახდელში თქვენთან სელფებს იღებენ, იჯგიმებიან და ამას უყურებს ხალხი… უყურებს და სწყინს, ითრგუნება!

თქვენ რომ დასჭირდით საქართველოს, მაშინ ეცადნენ პირში ჩვარი ჩაეჩარათ და განამუსებდნენ – თქვენ არ ჩაერიოთ, ეს პოლიტიკააო… ქვეყნის გარუსება, თქვენი ხალხის დალეწვა, ქიმიური იარაღით მოწამვლა – როგორ არ გეხებათ?!

როცა იგებთ მათი „დამსახურებაა“! თქვენს ფონზე პოზირებენ, სელფებს იღებენ, თქვენს ფორმებს იცვამენ! საკუთარი პიარისთვის ყირაზე დგანან…

და როცა აგებთ?! სად არიან?! მაშინ რატომ არ ჩამორბის „კალია“ გასახდელში?! მაშინ რატომ არ იკრიჭება თქვენს ფონზე „ხელისუფალი“?!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სამსახურიდან გაუშვეს იმის გამო, რომ თქვენი თამაშისას ყაველაშვილი და კობახიძე არ აჩვენა ბევრჯერ! გესმით?! თქვენ თამაშობდით და კობახიძე რატომ 10-ჯერ არ აჩვენე კადრშიო, აი ამიტომ! და ეს ოპერატორი გგონიათ არ იყო თქვენი თანაგუნდელი?! დიახ, იყო! მისი გასრესა (სამსახურებრივი) გგონიათ არ შეეხო ნაკრებს?! დიახ, შეეხო!!!

ერთი აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს, ლეწვა-მტვრევის შემდეგ, დარბევებს, წამებას მოჰყვა ბევრი თქვენგანის ღირსეული გამოხმაურება – ქართული, ვაჟკაცური პოზიცია და თქვენს გულებშიც აშკარად სევდამ დაისადგურა!!!

ეტყობა ნაკრებს იგივე ჭრილობები, იარები, რაც ხალხს და ერს აქვს! გეტყობათ რომ ეს უსამართლობა თქვენც გახრჩობთ!!!

ვინც მაშინ გაჩუმდა, ან რეჟიმს „წაუცეკვა“ ის გააფეტიშეს და ვინც ხმა ამოიღო ოჯახებით დაუწყეს გაშავება!

განა ეს თქვენ არ შეგეხოთ?! არ გაწუხებთ?! კი, გაწუხებთ, გტკივათ და ამიტომაც ჩაქრა „ის რაღაც“, რაც ერს და თქვენ ერთად გვაძლიერებდა!

ძმებო, მძიმე სიტუაციაა ჩვენს სამშობლოში! ფეხბურთი კი არა, ოჯახებს ვეღარ იცავს ხალხი! აღარც გვეღიმება, აღარც გვეხალისება! ეს ყველაფერი მოახერხა ერთმა ივანიშვილმა და სანამ ეს ეშმაკისეული იქნება ქვეყანაში, კიდევ უფრო დავმძიმდებით!

თითო წინადადებას, ნუგეშს, სოლიდარობას დასდევდა ერი და სიმართლე ვთქვათ, ის ვერ მიიღეს, რაც დაუთესავთ!

თქვენ, ერთს, რომელიმეს ფეხი რომ დაგიცდეთ, თმის ღერი რომ ჩამოგივარდეთ – არავინ დაიწყებს რკვევას, რა პროფესიისა! იმ წამს, ერი დადგება თქვენთან, ფეხით ჩამოვლენ სადაც დაგჭირდებათ! უკან არაფერზე დაიხევენ და მათ რა მიიღეს?!

ცხადია, ქედს ვიხრი ყველას მიმართ, ვინც არ გაატარა და არ ატარებს საქართველოს სახელმწიფოს გახრწნას!

შეუძლებელია ის პირობები, დაძაბულობა, რაც ქვეყანაშია არ აღწევდეს თქვენს გასახდელში! თავი არ მოიტყუოთ! ეს არ არის რიგითი პოლიტიკური საკითხი, ან თუნდაც გემოვნების საქმე – არა! ეს სახელმწიფოებრივი საქმეა! ეს ანწუხელიძეს, რომელაშვილებს, გმირებს, მერაბს, ზვიადს, საქართველოს ეხება! შეუძლებელია აქ პოზიციის არ ქონა, ან გაჩუმება!

წლის ბოლო შეხვედრა გიწევთ და მინდა გამხნევდეთ! ერთმანეთს შემოუძახეთ, გაამხნევეთ, თავი მაღლა ასწიეთ და უბრალოდ ითამაშეთ!

მეტის დაწერა მინდა, მაგრამ სამარტოო საკანში სკამი არ მაქვს, სადაც ადამიანურად დავჯდები და დავწერ. „მორზე“ დამჯდარი გეფერებით თითოეულს!

დღესაც ასე, ფეხზე დამდგარი გიყურებთ, გიგულშემატკივრებთ!

აბა თქვენ იცით, ლომებო!“

ერთა ლიგის B2 ჯგუფის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები უკრაინასთან ჩაატარებს – შეხვედრა დღესმ თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა!“ – ლევან ხაბეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები